2022-05-04 18:46:53, 1613 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიოპოლის თეატრის დაბომბის დროს 600-მდე ადამიანი დაიღუპა
მარიოპოლის თეატრის დაბომბვას 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა. - ამის შესახბე ინფორმაციას უკრაინული მედია ვარცლეებს..
მათივე თქმით, თეატრში 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გადარჩენილთა რაოდენობა 200-ზე მეტს არ აღემატება.
" 16 მარტს, რუსი ოკუპანტების მიერ, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე მიტანილი იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,