23:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 18:29:03, 1075 ნახვა

ეკონომიკა
აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. 

 

უწყების ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს ამჯერად, განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ატარებს. მონაწილეები დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლისა და სამრეცხაოს ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს ეცნობიან. ჯამში, ტრენინგების შედეგად სასტუმროების 50 თანამშრომელი გადამზადდება. 

წლის ბოლომდე სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგების განრიგი განთავსებულია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე serviceajara.ge. მათში მონაწილეობა უფასოა და მსურველებს დარგისტრირება ონლაინ შეუძლიათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics