2022-05-04 16:26:57, 2339 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ
რუსი სამხედროები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქარხანაზე შტურმი 3 მაისს დაიწყო, ტერიტორიაზე შეღწევა ოკუპანტებმა მხოლოდ დღეს ინტენსიური დაბომბვის შემდეგ შეძლეს.
გარდა ამისა, ქარხნის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩებიან უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც ჯერ არ მომხდარა.
ამასთან ერთად, აზოვსტალთან ახლა მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, უკრაინელ სამხედროებთან ამ დროისთვის კავშირი გაწყდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე 19 აპრილს რუსულმა ჯარებმა მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დაიწყეს, სადაც დაახლოებით ათასი ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,