2022-05-02 17:46:35, 1564 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინას მსოფლიო ბანკმა 495 მილიონი ევრო გადასცა
ქვეყანას მსოფლიო ბანკმა 495 მილიონი ევრო გადასცა, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც არ გააჩნია.- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, თანხა ამერიკამ, ნორვეგიამ და ავსტრიამ გამოყო.
" თანხა ამერიკამ (463 მილიონი ევრო), ნორვეგიამ (20.5 მილიონი) და ავსტრიამ (10 მილიონი) შეაგროვეს."- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,