23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 11:19:10, 1743 ნახვა

სამხედრო
43-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები წვრთნისა და შეფასების პროგრამას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომლის საბრძოლო მზადყოფნა შეფასდა. 4-კვირიანი პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელიც შეყოვნების, ბლოკირებისა და რეიდის ფაზებს მოიცავდა. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროებს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, შეფასების პროგრამა სამ ეტაპს მოიცავდა - საშტაბო-სამეთაურო სწავლება (CPX), საველე სწავლება (FTX) და საბრძოლო სროლები (LFX). ქვეითი ბატალიონების წვრთნისა და შეფასების პროგრამას GDRP-T-ის ფარგლებში მომზადებული ცხრავე ქვეითი ბატალიონი გაივლის. 43-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა - წვრთნა (GDRP-T) 2018 წელს პირველმა გაიარა. 

საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეითი ბატალიონების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics