2022-05-02 10:29:06, 1420 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთმა უკრაინაში თავისი სახმელეთო ძალების 65% უკვე განათავსა
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ელიტარული ჯარები დაზარალდა, მის აღდგენას წლები დასჭირდება.ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter- ზე წერს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მისი მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალის დაახლოებით 65 პროცენტით ჩაერთო.
"სავარაუდოა, რომ ამ ქვედანაყოფების მეოთხედზე მეტი ამჟამად უმოქმედოა. რუსეთის ზოგიერთმა ყველაზე ელიტარულ ქვედანაყოფმა, მათ შორის საჰაერო-სადესანტო ძალებმა, ყველაზე მაღალი დანაკარგი განიცადა", - ნათქვამია მოხსენებაში.
უწყების მტკიცებით, ომის დასაწყისში რუსეთმა უკრაინაში 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განალაგა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,