2022-05-01 17:43:18, 1764 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პროკურატურა რუსული ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულის 9000-ზე მეტ საქმეს იძიებს
უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა, აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით 9000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
პროკურორის თქმით, ბუჩაში ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება შეუძლებელია და საჭიროა დნმ-ის ნიმუშების შეგროვება.
„სამწუხაროდ, გვაქვს საფუძველი ყოველდღიურად გავხსნათ ახალი საქმეები: მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი, დაბომბვა, ჩვენი მოქალაქეების და ბავშვების დეპორტაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე",- აცხადებს ვენედიქტოვა.
სამხედრო დანაშაულების შემთხვევები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს მოიცავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,