19:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 15:25:32, 1324 ნახვა

საზოგადოება
პაპი ფრანცისკე - ომი უკრაინაში არის კაცობრიობის საშინელი უკუსვლა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე შუადღის ქადაგებისას უკრაინის ომს "კაცობრიობის საშინელი უკუსვლა" უწოდა, რის გამოც ის "იტანჯება და ტირის".

პაპმა მარიუპოლის დაბომბვასა და განადგურებას უწოდა ბარბაროსობა და მოუწოდა ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას აზოვსტალში მყოფთათვის.

გუშინ, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ალყაში მოქცეული მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან 20 ქალი და ბავშვი იქნა ევაკუირებული. სააგენტო RIA Novosti-მ გუშინ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვსტალის ტერიტორია 25 მშვიდობიანი მოქალაქე დატოვა: 19 ზრდასრული და ექვსი ბავშვი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპი უკრაინის ომზე საუბრობს. აპრილის დასაწყისში მალტაში ვიზიტის დროს მან თქვა, რომ "ომის სიბნელე მოვიდა" აღმოსავლეთ ევროპიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიღაც გავლენიანი, სამწუხაროდ, ჩაკეტილი ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონიტურ პრეტენზიებში, პროვოცირებს და იწვევს კონფლიქტს, უბრალო ხალხი გრძნობს მომავლის აშენების აუცილებლობას, რომელიც ან იქნება საერთო ან საერთოდ არ იქნება“, - თქვა მაშინ პაპმა ფრანცისკემ.

არც მაშინ და არც დღეს ფრანცისკემ პირდაპირ არ დაასახელა რუსეთი და ვლადიმერ პუტინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics