03:05 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 13:10:41, 1645 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 219 ბავშვი დაიღუპა, 404-ზე მეტი კი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს  219 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 404-ზე მეტი კი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს .

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 139, კიევის ოლქში - 115, ხარკოვის ოლქში - 95, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 44, მიკოლაევის ოლქში - 43, ლუგანსკის ოლქში - 37, ზაპოროჟიეს ოლქში - 27, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16,  ჟიტომირის ოლქში - 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 570 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 111 მთლიანად განადგურებულია.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics