03:09 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 10:59:58, 1456 ნახვა

ომი უკრაინაში
დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს

უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, კიევი ჩინეთს სთავაზობს, გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი ომისშემდგომი უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ იმუშავეს.

„უკრაინა ამჟამად სწავლობს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, მათ შორის ჩინეთისა და სხვა დიდი სახელმწიფოებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობას. ჩვენი შეთავაზება ჩინეთს, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, რაც ჩვენი პატივისცემისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისადმი ნდობის ნიშანია“, - განაცხადა მან.

კულებამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი აქტიურად მოუწოდებს რუსეთს ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიება მშვიდობის შესანარჩუნებლად და შემდგომი ჰუმანიტარული კატასტროფების თავიდან ასაცილებლად“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მოლაპარაკებების შედეგების შემდეგ შეიძლება გაფორმდეს ორი დოკუმენტი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და უშუალოდ კიევსა და მოსკოვს შორის შეთანხმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics