03:07 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-30 11:58:47, 2102 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსეთის ასეთი ქმედებები ყველაზე ცივი და გარყვნილი სახის სისასტიკეა

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ორთვიანი შეჭრისას განხორციელებულ  გარყვნილებასა და სისასტიკეში დაადანაშაულა და რუსეთის ასეთ ქმედებას ყველაზე ცივი და გარყვნილი სახის სისასტიკე უწოდა.

„ვფიქრობ, ჩვენ ბოლომდე არ ვაფასებდით იმ ხარისხს, რომლითაც უდანაშაულო ადამიანებზე, არამებრძოლებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სიცოცხლის სრული უგულებელყოფით განხორციელდა ძალადობა, სისასტიკე და, როგორც ვთქვი, გარყვნილება“ ,- განაცხადა კირბიმ.

ამასთან ერთად, კირბიმ აღნიშნა, რომ რთული დასანახია ის თუ რას აკეთებს უკრაინაში, რუსეთის ჯარი და რომ შეიძლება არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც პუტინის ამ ქმედების ახსნას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics