01:48 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-30 10:52:33, 1247 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი განიხილავს აშშ-ს რეაქციას პუტინის შესაძლო მონაწილეობაზე G20-ის სამიტში

თეთრ სახლში დისკუსიები მიმდინარეობს ინდონეზიაში G20-ის სამიტში აშშ-ს მონაწილეობის შესახებ, რომელსაც შესაძლოა დაესწროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ახლა მსჯელობენ რუსეთის სამიტზე მოწვევის შედეგებსა და კრემლთან დათმობებზე წასვლაზე.

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის თქმით, დიდი ალბათობით, ინდონეზიამ პუტინი ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე მიიწვია. თუმცა 29 აპრილს ბაიდენმა საჯაროდ გამოხატა წინააღმდეგობა პუტინის მონაწილეობაზე G20-ში.

„ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორი იქნება სამიტი, ჯერ კიდევ ექვსი თვე დარჩა. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით... ახლა ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორი იქნება ის“, - განაცხადაა ფსაკიმ.

ამასთან ერთად, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ G20 კოლექტიურად არ განდევნის რუსეთს თავისი რიგებიდან, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პუტინმა მიიღო ინდონეზიის მოწვევა G20-ის სამიტზე, მაგრამ მისვლა ჯერ არ დაუდასტურებია. გარდა ამისა, სამიტში მონაწილეობის მისაღებად ინდონეზიის პრეზიდენტმა ასევე მიიწვია უკრაინის ლიდერი ვოლოდიმერ ზელენსკიც. თუმცა კიდევ 6 აპრილს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ქვეყანა უარს იტყვის G20-ის შეხვედრებზე, სადაც რუსეთი იქნება წარმოდგენილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics