|
2022-04-29 23:53:35, 2428 ნახვა
სამხედრო
ხარკოვის მახლობლად უკრაინის არმიამ რუსი ოკუპანტები საზღვართან უკუაგდო
უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხარკოვის მახლობლად მდებარე სოფელი რუსკა ლოზოვაია მათ კონტროლს დაუბრუნეს. სოფელი მდებარეობს რუსეთთან საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში და ითვლება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტად, რადგან გზას უხსნის ბელგოროდისა და ხარკოვის დამაკავშირებელი მაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლის დამყარებას. რუსული კამპანია დონბასის რეგიონზე კონტროლის დასაკავებლად გეგმის მიღმაა და ნელა მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი ავრცელებს. პენტაგონის აზრით, უკრაინის ჯარების სასტიკი წინააღმდეგობა და სიფრთხილე რუსეთის მიერ კიევის მარცხის შემდეგ, გამოიწვია რეგიონში "ნელი და არათანაბარი წინსვლა". "ჩვენ გვჯერა, რომ არსებითად, რასაც ისინი აკეთებენ, აგრძელებენ პირობების შექმნას მდგრადი, უფრო დიდი და ხანგრძლივი შეტევისთვის."- განაცხადა აშშ-ს მაღალჩინოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)