2022-04-29 21:11:30, 1582 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები - კიევის ოლქში აღმოვაჩინეთ რუსი მეტყვიამფრქვევე, რომელმაც თქვა, რომ "გზა დაებნა"
ვიპოვეთ 21 წლის რუსი მეტყვიამფრქვევე ჯარისკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, რეგიონის ტერიტორიიდან რუსეთის არმიის გაყვანის შემდეგ დაიკარგა და გზა დაებნა . - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, "მსოფლიოს მეორე უძლიერესმა არმიამ" ის მიატოვა.
"თათრეთის 21 წლის მკვიდრმა, მექანიზებული ბრიგადის მეტყვიამფრქვევემ აღიარა, რომ თავიდან ის დაიკარგა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ "მსოფლიოს მეორე უძლიერესმა არმიამ" ის უბრალოდ მიატოვა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსი ჯარისკაცი დააკავეს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,