|
2022-04-29 11:23:51, 836 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - გავაგრძელებთ მუშაობას, რომ შუა დერეფანმა მაქსიმალური კონკურენტუნარიანობა შეიძინოს და დაიტვირთოს
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს კაირბეკ უკსენბაევს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ყაზახეთის დელეგაცია საქართველოში მონაწილეობას მიიღებს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11-ე სხდომის მუშაობაში. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით. აღინიშნა, რომ შთამბეჭდავია ორმხრივი ვაჭრობის ზრდის დინამიკა საქართველოსა და ყახაზეთს შორის - მხოლოდ 2022 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 150 პროცენტით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მინისტრებმა განაცხადეს, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია და მას აუცილებლად შემდგომი განვითარება ესაჭიროება. „ჩვენ ასევე განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებას. მათ შორის, ინფრასტრუქტურის განახლებას ჩვენი ქვეყნის პორტებში იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი ტვირთის გატარება შეძლოს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ყაზახეთი მნიშვნელოვნად დამაკავშირებელ როლს თამაშობს ევროპასა და აზიას შორის და მისი ტერიტორიის გავლით მილიონ კონტეინერზე ყოველწლიურად მეტი ტვირთის გადაზიდვა ხდება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტვირთის დიდი ნაწილი საქართველოს მეშვეობით გადაადგილდეს ევროპაში, რაც დამატებითი შემოსავალია როგორც საქართველოში არსებული ლოგისტიკური კომპანიებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის," – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არამხოლოდ ორმხრივი, არამედ რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ვაგრძელებთ დეტალურ განხილვებს ჩვენს კოლეგებთან აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქეთში და გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ შუა დერეფანმა მაქსიმალური კონკურენტუნარიანობა შეიძინოს და ის მაქსიმალურად დაიტვირთოს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. ხვალ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიაზე იმსჯელებენ, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი და მექანიზმია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. კომისიის სხდომაზე განხილული იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა და მათი განვითარების პერსპექტივები, თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროებში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)