21:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 16:04:42, 1225 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან 7 დღე უფასო იქნება

30 აპრილიდან, ერთი კვირის განმავლობაში თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან მგზავრობა უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

 სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა მგზავრმა  ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთი რკინიგზის   სალაროში წარადგინოს.

„საქართველოს რკინიგზის საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს: თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს. 30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით - უფასოდ იმგზავრებს.  მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან კი ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს,“- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება.კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს. ქუთაისის აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მათ    აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.  აღნიშნული ტრანსპორტი მგზავრს გადაიყვანს როგორც სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით, ისე აეროპორტიდან სადგურამდე  კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მატარებლის ბილეთის შეძენით, მგზავრი სრულ მომსახურებას მიიღებს. კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics