21:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 16:08:34, 2282 ნახვა

საზოგადოება
სალომე ჯაში - ვინც „მოთვინიერების“ ჩვენებაზე აპირებდით მოსვლას, კინოაკადემიამ ყველა სეანსი გააუქმა

ვინც კინოს სახლში "მოთვინიერების" ჩვენებაზე აპირებდით მოსვლას, დღევანდელი სეანსის გარდა ყველა სეანსი გააუქმა კინოაკადემიამ, - ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი სალომე ჯაში ავრცელებს.

მისივე თქმით, კინოაკადემიის დირექტორმა სეანსების გაუქმების მიზეზად დაასახელა,  რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს.

"ვინც კინოს სახლში "მოთვინიერების" ჩვენებაზე აპირებნდით მოსვლას, დღევანდელი სეანსის გარდა ყველა სეანსი გააუქმა კინოაკადემიამ. მიზეზი, რომელიც მის დირქტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ - კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა.

ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" (ესეც ციტატაა).

მოკლედ, ვეძებ დარბაზს, ეკრანს ფილმის ჩვნებების გასაგრძელებლად და მაყურებლისთვის იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც ფილმის მთელმა გუნდმა ერთად შევეცადეთ შეგვექმნა.
დღევანდელი სეანსი კი შედგება - 20:00-ზე კინოს სახლში. ამ სეანსის შემდეგ დაგეგმილია კითხვა-პასუხი Paul Rimple-თან ინგლისურ ენაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სეანსის მაყურებელიც შეიძლება მოვიდეს, ქართულადაც ვისაბურებთ." - წერს სოციალურ ქსელში ჯაში.

შეგახსენებთ, რომ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი მოთვინიერება კიევის ყოველწლიური კინოფესტივალის International Human Rights Documentary Film Festival Docudays UA საერთაშორისო სექციის DOCU/WORLD გამარჯვებული გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics