|
2022-04-27 18:56:12, 1878 ნახვა
საზოგადოება
ვარიკოზის მოვლის საშუალებები
ვარიკოზი ვენების სარქვლოვანი უკმარისობით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, მდედრობით სქესში ჩნდება. ადრე ეს პრობლემა 40 წლის ზემოთ ქალებში ვითარდებოდა, ბოლო დროს კი ამ დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია შეინიშნება. ვარიკოზის განვითარების ბევრი მიზეზი არსებობს, რომელთა შორის ყველაზე ხშირია: მემკვიდრეობა, ჭარბი წონა, ორსულობა, კლიმატი და ცხოვრების წესი. ვარიკოზის პრევენციის მიზნით პაციენტები სიმპტომების შესამსუბუქებლად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კომპრესიულ წინდებს ატარებენ. ეს არის ვარიკოზის მოვლის საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას და ამავდროულად, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას. დეტალურ ინფორმაციას ვარიკოზის შესახებ გაეცნობით კომპანია “ახალი ხედვის” ვებ-გვერდზე. ვარიკოზის მოვლის რა საშუალებებს გთავაზობთ “ახალი ხედვა”? საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ვარიკოზის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანია კომპანია „ახალ ხედვაში“ . აღსანიშავია, რომ სამედიცინო ჯგუფი შვეიცარიული ბრენდის, Sigvaris-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Sigvaris უკვე 150 წელი არსებობს და გლობალური ბაზრის ლიდერი კომპანიაა. ვარიკოზის მოვლის საშუალებებში რამდენიმე კლასი არსებობს: პირველი - გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს. დანარჩენი კლასების ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ვარიკოზის მოვლის საშუალებები ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. ზოგიერთი მათგანის გამოყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 13 საფირმო მაღაზიაში, რომლებიც თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარეობს. ამ პროდუქციის გამოწერა ხდება ონლაინ რეჟიმშიც, სასურველ ნივთს კი კურიერი ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)