|
2022-04-27 17:08:14, 1736 ნახვა
რეგიონი
კასპში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, სასმელი წყლის, წყალარინების და ელექტრო გაყვანილობის შიდა სისტემები. მოეწყობა სველი წერტილები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედი, პანდუსი და შეიღებება შენობის გარე ფასადი. შენობის რეაბილიტაციას მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ „კახა დათაშვილი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 130 944 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. შენობა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა და შესაბამისად სამუშაო პირობებიც არასათანადო იყო. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნულია უწყებაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)