2022-04-27 17:06:50, 1206 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - გარდაიცვალა ორი ადამიანი
თბილისში, ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა რა გახდა მისი გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ხანძრით ქონების დაზიანებას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,