2022-04-27 14:56:52, 1646 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინა საჰაერო სივრცის დიდ ნაწილს აკონტროლებს
უკრაინა საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების შეფასებით,რუსეთმა ვერ შეძლო ქვეყნის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის სისტემის განადგურებას. მათი თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამხედრო ძალებისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მიზნობრივ განადგურებას ქვეყნის მასშტაბით.
„რუსეთის საჰაერო აქტივობა ძირითადად ორიენტირებულია სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზე, სადაც რუსეთის სახმელეთო ძალები არის განლაგებული,"- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რუსეთი , სავარაუდოდ , უმართავ ბომბებს იყენებდა, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რისკს ზრდის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,