02:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 11:11:40, 1058 ნახვა

მსოფლიო
რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ბულგარულ „ბულგარგაზსა“ და პოლონურ PGNiG-ს გაზის მიწოდება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც მათ უარი განაცხადეს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე,- ამის შესახებ ინფორმაციას „გაზპრომის“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, კონტრაგენტებმა იცოდნენ, რომ 1 აპრილის შემდეგ რუსეთიდან მიწოდებულ გაზზე გადახდა რუბლით უნდა განეხორციელებინათ. თუმცა, 26 აპრილის საღამოს „გაზპრომ ექსპორტს“ თანხა არ მიუღია, რის გამოც კომპანიებს დღეიდან გაზი აღარ მიეწოდებათ.

„ბულგარეთი და პოლონეთი სატრანზიტო ქვეყნებია. რუსული გაზის სატრანზიტო მოცულობით მესამე ქვეყნებში გაზის არასანქცირებული გატანის შემთხვევაში, ტრანზიტის მიწოდება ამ მოცულობაზე შემცირდება, “ - განაცხადა გაზპრომმა.

გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში პიოტრ ნაიმსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა არ აპირებს გაზის გადახდას რუბლით და მზადაა შესაძლო რისკებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომ გაზის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუბლით იმ ქვეყნებთან, რომლებიც მთავრობამ აღიარა, როგორც "არამეგობრული".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics