2022-04-27 10:46:18, 2334 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის ბელგოროდის ოლქში, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალის საწყობი იწვის
წინასწარი მონაცემებით, სოფელ სტარაია ნელიდოვკას მახლობლად საბრძოლო მასალის საწყობი იწვის. აღნიშნულის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში აფეთქებების ხმები გაისმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ით ავრცელებს.
გლადკოვის თქმით, აღნიშნულს არ მოჰყოლია მსხვერპლი და საცხოვრებელი კორპუსების ნგრევა.
„ახლახან დავუკავშირდი გოლოვინსკის სოფლის დასახლების ხელმძღვანელს, დენის ზოლოტუხინს. წინასწარი ინფორმაციით, სოფელ სტარაია ნელიდოვკას მახლობლად საბრძოლო მასალის საწყობი იწვის,“- აღნიშნულია გლადკოვის შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის რაიონის სოფლები უკვე რამდენჯერმე დაბომბეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,