|
2022-04-26 19:31:25, 1255 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკები შეამოწმა
„კლინიკების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ არ მოწესრიგდება მდგომარეობა და არ ვიქნებით თავდაჯერებულები, რომ მოქალაქეები მკურნალობენ უსაფრთხო გარემოში და სახელმწიფოსგან და ბიუჯეტიდან სწორად ხდება ანაზღაურება, იმის მიხედვით, რა პროცედურა და მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს,“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყო. სამინისტროს აუდიტის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, პარალელურად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლის, სხვადასხვა პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესრულების, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების მართლზომიერებისა და ფინანსური მიმართულებით მონიტორინგს ახორციელებს. „მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო, კოვიდის პერიოდში, სრულად უზრუნველყოფდა, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, ნებისმიერი პაციენტის მკურნალობის თანხების ანაზღაურებას. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, უკვე იკვეთება ისეთი შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერად ხდებოდა ფაქტობრივი ანგარიშგებების წარმოდგენა და ასევე, რამდენიმე კლინიკაში იკვეთება, რომ არის ძალიან სამწუხარო და სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით. ზოგიერთ კლინიკაში საერთოდ მოშლილია და სახეზე გვაქვს ის სისტემური პრობლემები, რაც სამწუხაროდ კოვიდმა კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა. ამიტომ იმ დატვირთულობის ფონზე, რაც კლინიკებს ჰქონდათ 2 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ამ რეალობამდე ვართ დღეს მისული. მინდა დავაზუსტო ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ აღნიშნული მონიტორინგი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, ამას ექნება სისტემური სახე და ჩვენი თანამშრომლები მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე, კონკრეტულ ვადებში, ხელმეორედ მივლენ და შეამოწმებენ კლინიკებს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)