2022-04-26 14:45:27, 1441 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლში რუსი ოკუპანტები სახლებში იჭრებიან და Z სიმბოლოებს ნიშნავენ
რუსი ოკუპანტები მარიუპოლში გადარჩენილ სახლებში იჭრებიან და მათ Z სიმბოლოებით ნიშნავენ, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
ანდრიუშჩენკოს თქმით, „ჩხრეკა და წმენდა“ მიმდინარეობს ქალაქის პრიმორსკის რაიონშიც, სოფელ მელექინოს გასასვლელთან.
ანდრიუშჩენკო აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის სათავისოდ მოწყობა დაიწყეს. უმარკო სახლებს ოკუპანტები ძარცვავენ, ღიად ტოვებენ და დასახლებას მარიუპოლის მაცხოვრებლების „პირობითი უსაფრთხოების" ზონაში გადასაყვანად ამზადებენ.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს, ოკუპანტებმა მძიმე საჰაერო ბომბები აზოვსტალი მარიუპოლის ქარხანაზე ჩამოაგდეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები იყვნენ განლაგებულნი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,