|
2022-04-26 12:14:22, 1590 ნახვა
საზოგადოება
ჩაიკეტოს საზღვაო-საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისა და გემებისათვის - საქართველოს მოქალაქეების მიმართვა მთავრობას
საქართველოს მოქალაქეები ავრცელებენ პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობას სთხოვენ ჩაიკეტოს სივრცე რუსული თვითმფრინავებისა და გემებისთვის. მანიფესტში აღნიშნულია, რომ რუსეთის იმპერიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშოროსო საზოგადოების კონსოლიდაციით. შესაბამისად მსოფლიოს ქვეყანები დგანან არჩევანის წინაშე. მათ აქვთ ორი არჩევანი: აირჩიოს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ან რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას შორის. თანამედროვე მსოფლიო ირჩევს თავისუფლებას. რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების წრე თანდათანობით ფართოვდება. მათ შორის ერთ ერთია რუსული გემებისა და თვითმფრინავებისთვის საზღვაო და საჰაერო სივრცის ჩაკეტვა. „უკრაინის ომი არის ჩვენი ომი. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი თავისი გამანადგურებელი შედეგებით, ჩვენ კარგად გვახსოვს აფხაზეთი. საქართველო ვალდებულია უკრაინას დაეხმაროს ყველა შესაძლო საშუალებებით მათ შორის ისეთი ლეგიტიმური საშუალებებით რომელთა გამოყენების უფლება აქვს ყველა სუვერენულ ქვეყანას. ამიტომ აღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ საქართველოს მთავრობას გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს საზღვაო-საჰაერო სივრცე ჩაუკეტოს რუსულ გემებს და თვითმფრინავებს,“ - ნათქვამია მანიფესტის ტექსტში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული არმია ანადგურებდა ქალაქებს, სოფლებს და ხოცავდა მშვიდობიან მოსახლეობას. სამხედრო მოქმედებების შედეგად უკრაინაში დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ორასამდე ბავშვი, 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა იძულებით დატოვა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)