2022-04-25 18:23:19, 1460 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში, ვინიცის ოლქში დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში, ვინიცის ოლქში დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის წარმომადგენლები ავრცელებენ.
მათივე თქმით, 18 დაიჭრა ჟმერინკასა და კოზიატინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დარტყმით.
"მტერი ცდილობს დაარტყას კრიტიკულ და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას", - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,