2022-04-25 14:34:42, 1619 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ხუთი რკინიგზის სადგური დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში ხუთ რკინიგზის სადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რამაც ჯამში სულ მცირე 16 სამგზავრო მატარებელის შეფერხება გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია „უკრზალიზნიციას“ ხელმძღვვანელმა ოლექსანდრე კამიშინმა განაცხადა.
კანიშინის თქმით, შეფერხების მიუხედავად, 2-მა მატარებელმა გზის გაგრძელება მალევე შეძლო. შეფერხება საშუალოდ 1-დან 3 საათამდე გაგრძელდა
“არის მსხვერპლი. თუმცა დეტალებს კვლავ ვაზუსტებთ,” - აღნიშნა კანიშინმა.
შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად, აფეთქება მოხდა ლვოვში კრასნოიეს სარკინიგზო სადგურის წევის ქვესადგურზეც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,