|
2022-04-25 14:17:26, 1597 ნახვა
სამხედრო
რუსეთის ჯარებმა ლვოვის რეგიონში სადგური დაბომბეს
სარაკეტო დარტყმის შედეგად, აფეთქება მოხდა ლვოვში კრასნოიეს სარკინიგზო სადგურის წევის ქვესადგურზე, - ამის შესახებ, განაცხადა ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები მუშაობენ, ხანძრის ლოკალიზება ამ დროისთვის მიმდინარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება“, - წერს ის. მისი თქმით, რაკეტები უკრაინის დასავლეთისკენ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გაფრინდნენ, რუსეთის ჯარებმა ისინი სტრატეგიული თვითმფრინავებიდან ისროლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა ლვოვის რაიონის ტერიტორიაზე ერთი რაკეტა გაანადგურეს. 25 აპრილის დილით, უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა, რომ ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში 5 რკინიგზის სადგურს ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დილის ანგარიშში რკინიგზაზე დაბომბვის შესახებ არ იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)