21:36 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 12:04:36, 1434 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის ვიცე-კანცლერი: შეცდომა დავუშვით, როდესაც უკრაინას დროულად არ გავუწიეთ სამხედრო დახმარება

გერმანიამ წარსულში შეცდომა დაუშვა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება წლების წინ უნდა გაეწია,-ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა ადგილობრივ არხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

გარდა ამისა, ვიცე-კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა არამხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვის. ამიტომ გერმანიამ  უკრაინას საჭირო შეიარაღება უკვე მიაწოდა და კიდევ აპირებს ამის გაკეთებას.

“უკრაინას სამხედრო კუთხით გაცილებით უფრო ადრე უნდა დავხმარებოდით. აქ საუბარია არა დღეებზე ან კვირებზე, არამედ წლებზე. ცხადია, ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც წარსულში დავუშვით. თუმცა, ის რომ წარსულში სწრაფად არ ვიმოქმედეთ, არ ნიშნავს, რომ ახლაც ასე უნდა მოვიქცეთ,”- აღნიშნა ჰებეკმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics