2022-04-24 15:04:46, 2614 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - დარწმუნებული ვართ, რომ ზელენსკი ომში გაიმარჯვებს
დარწმუნებული ვართ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ომში გაიმარჯვებს,- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა BBC-სთან ომის შესახებ საუბრისას განაცხადა.
”დარწმუნებული ვართ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ომში გაიმარჯვებს. ეს იქნება უკრაინის გამარჯვება, ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება”, - განაცხადა პრაისმა.
კითხვაზე, აწვდიდნენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები საკმარის მძიმე იარაღს, პრაისმა უპასუხა: „რაც ჩვენ გავაკეთეთ არის ის, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სჭირდებათ რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად“.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ კიევში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ანტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ვიზიტს ელოდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,