|
2022-04-23 23:29:44, 1802 ნახვა
სამხედრო
ხერსონის რაიონში ბრძოლების დროს ორი რუსი გენერალი დაიღუპა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ბოლო განცხადებით, ხერსონის რაიონში რუსეთის 49-ე გაერთიანებული არმიის ორი გენერალი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, განადგურდა რუსული არმიის მობილური სამეთაურო პუნქტი. ჟურნალისტებმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაიღუპა რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის სულ მცირე 14 წარმომადგენელი, მათ შორის ექვსი გენერალი, შვიდი პოლკოვნიკი და პირველი რანგის კაპიტანი. რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ ორი გენერლის - ანდრეი სუხოვეცკის და ვლადიმერ ფროლოვის გარდაცვალება დაადასტურა. დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ორ თვეში უკრაინაში ბრძოლებში უფრო მეტი რუსი გენერალი დაიღუპა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვა კონფლიქტებში, რაც შეიძლება მიუთითებდეს არასაკმარის მომზადებასა და რუსული ჯარების მეთაურობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)