2022-04-23 17:09:18, 2861 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა პატიმარი შეიწყალა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ,” - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების კანონის მიხედვით, ყოველ აღდგომას, შობასა და სხვა დღესასწაულებზე პატიმრებს იწყალებს ხოლმე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,