2022-04-22 21:00:13, 1713 ნახვა
ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება
ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება . - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი ავრცელებს.
მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება.
ცნობისთვის, 20 აპრილს გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ გუტიერეშმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მიწერა და სთხოვა დაუყოვნებლივ შეხვდნენ მას.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
ავტორი: ექსპრესნიუსი,