00:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 12:18:37, 1213 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა, ნილს ანენმა.

უწყების ცნობით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა.

ლაშა ხუციშვილმა გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების დახმარებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებისთვის.

ცალკე აღინიშნა COVID-19-ის პანდემიის დროს გერმანული მხარის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რომლის საერთო მოცულობამ 2020-2021 წლებში, დაახლოებით, 203,8 მილიონი ევრო შეადგინა.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენასა და ევროკომისიის მიერ, ქვეყნისთვის გადმოცემული კითხვარის შევსების პროცესს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად შექმნილ ვითარებასა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და პროგრამები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics