00:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 17:48:50, 1029 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია: ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც უნდა გამოვიყენოთ და გავწევრიანდეთ ევროპულ ოჯახში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ,,მაესტრო რეგიონების“ ეთერში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შესაბამისი კითხვარის შევსების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორული კითხვარის დიდი ნაწილი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
  
„ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც უნდა გამოვიყენოთ და გავწევრიანდეთ ევროპულ ოჯახში. მთელი სამინისტრო ჩართულია კითხვარის შევსების და შესაბამისი პასუხების მომზადების პროცესში. უახლოეს პერიოდში, ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განხორციელებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. ყველა რეფორმა, ყველა ის ღონისძიება, რაც განხორციელდა, ასახული იქნება მომზადებულ პასუხებში. ჩვენ გაკეთებული ძალიან ბევრი გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამაა კიდევ გასაკეთებელი და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics