03:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 12:33:31, 1340 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 5 დღით იხსნება

ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებული ე. წ. გამშვები პუნქტი გახსნილია. 25 აპრილის ჩათვლით ოკუპირებული დაბის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ე.წ.პროპუსკს ან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პასპორტს.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი აქტივისტები ავრცელებენ.

ე.წ გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაიკეტა. ამის შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დე ფაქტო უწყებების დაწესებული შეზღუდვა, ადამიანებს ართმევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას. ვითარებას ამწვავებს ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი. რიგ შემთხვევებში ვერ ტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები, გვიანდება პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც, რიგ შემთხვევებში,  იწვევს ადამიანების გარდაცვალებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics