04:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 20:42:58, 2040 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური - ვითხოვთ ჯარისკაცებისა და მოქალაქეების მარიოპოლიდან გაყვანას

ვითხოვთ ჯარისკაცებისა და მოქალაქეების აქედან გაყვანის პროცესს - ამის შესახებ  CNN-თან ინტერვიუში უკრაინის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინა აცხადებს.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი საერთაშორისო მხარდაჭერისა და მათი აქტიურობის საფუძველზე მიიღწევა.

"ვითხოვთ ჯარისკაცებისა და მოქალაქეების აქედან გაყვანის პროცესს. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ ჯერ კიდევ ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა. ჩვენ არ ვენდობით რუსებს, გარანტიისთვის ჩვენ სხვა ქვეყნები გვჭირდება. მარიუპოლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია“. - ამბობს ვოლინა.

შეგახსენებთ,რომ რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტი დაარღვია, რაც ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიარება მოჰყვა. ომს დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
„ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის“: მელონიმ ტრამპის ბოლო თავდასხმებს უპასუხა
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics