14:40 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 18:07:11, 1300 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია - მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშოა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გიული ალასანიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე  ზურაბიშვილს პირადად მიმართა, მაგრამ საქართველოდან არავითარი რეაგირება მოჰყოლია.

„ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, ჩასული ვიყავი პოლონეთში, ასევე მივმართე უკრაინას. უკრაინამ ოფიციალური თხოვნა გამოაგზავნა, რომ დაუბრუნდეთ მათი მოქალაქე, ის არასდროს საუბრობდა სასამართლო მიმართვების დროს საკუთარ ჯანმრთელობაზე, მაგრამ ბოლო პროცესების დროს ის თვითონ ალაპრაკდა რომ ის არის ავად და გადაუდებლად სჭირდება მკურნალობა. უკრაინა ითხოვს, დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, არ ვიცი ახლა ამას რა მოჰყვება, დიდი დრო არ არის გასული ოფიციალური დოკუმენტის გამოგზავნიდან, მაგრამ არაოფიციალური მიმართვა იყო არაერთხელ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაგირება მას არ მოჰყოლია აქეთა მხრიდან", - ამბობს გიული ალასანია.

 

შეგახსენებთ,რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. მისი დაკავების შემდგომ მან დაიწყო შიმშილობა, რასაც მისი ჯანმრთელობის გაუარესება და დამძიმება მოყვა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics