01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 16:58:36, 1102 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაის მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და დავით სუჯაშვილმა ისაუბრეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზგასმით აღინიშნა კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების ინიციატივაში ნატო-ს და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი როლი. გამოიკვეთა განგრძობითი და მზარდი თანამშრომლობის აუცილებლობა, როგორც ნატო-ს ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზადყოფნა საქართველოსთვის პრაქტიკული თანამშრომლობის მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics