|
2022-04-20 10:26:29, 1040 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფოს მხრიდან, აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერა აქტიურად გაგრძელდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Colangelo & Partners“ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 14 წელზე მეტია ოპერირებს. „2022 წელს, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობის და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინოზე მოთხოვნის გაზრდა. კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია მედია საშუალებებთან აქტიური კომუნიკაცია, სემინარები, ვებინარები, სასწავლო ღონისძიებები, გაყიდვების ხელშემწყობი აქტივობები.ღვინის მოხმარების ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2021 წელს დაფიქსირდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.“ აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინო ამერიკის ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება, სულ უფრო მეტი მომხმარებელი აგემოვნებს მას, განსაკუთრებული პოპულარობით ქვევრის ღვინო სარგებლობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)