01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 10:18:05, 896 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ მიზნების, აქტივობებისა და სამუშაო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ მიზნების, აქტივობებისა და სამუშაო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის მოსალოდნელ შედეგებსა და თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს. პროექტის  „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“  მიზანია ქალაქ ქუთაისის ურბანული განვითარებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა დაბალემისიიანი ტრანსპორტისა და მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის სადემონსტრაციოდ.


„პროექტის ფარგლებში, საკმაოდ საინტერესო აქტივობები განხორციელდება. ქუთაისისთვის მწვანე ქალაქის განვითარების გეგმა და სტრატეგია შეიქმნება, მოეწყობა ველობილიკები. იგეგმება თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რაც შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე, ქუთაისის მიმდებარედ, 700 ჰა ფართობის ტყის აღდგენა განხორციელდება, რაც ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. მუნიციპალურ დონეზე ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მსგავსი ტიპის პროექტების ინიცირება სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც მწვანე ინიციატივების განხორციელებას და წახალისებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


 „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ სამწლიანი პროექტია (2022-2025), რომელსაც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (UNDP) აფინანსებს და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრის (REC- Caucasus) მეშვეობით ხორციელდება. პროექტის უშუალო ბენეფიციარია ქ. ქუთაისის მერია. პრეზენტაციას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics