01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 14:09:32, 2082 ნახვა

საზოგადოება
„შარქ თენქ საქართველოს“ მეორე სეზონი იწყება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების  მხარდაჭერას განაგრძობს. 20 აპრილს, საქართველოს პირველ არხზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – Shark Tank საქართველოს მეორე სეზონი იწყება. პროექტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გასულ წელს გამოჩნდა. 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. შარქ თენქ საქართველოს პირველი სეზონი წარმატებით დასრულდა - პროექტის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

20 აპრილიდან კი, ყოველ ოთხშაბათს, საქართველოს პირველი არხის ეთერში მაყურებელს შარქ თენქ საქართველოს მეორე სეზონი ელოდება.

“მოხარული ვართ, მხარი დავუჭრიოთ და გენერალური პარტნიორობა გავუწიოთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც Shark Tank-ია. პროექტმა უკვე 5 კონტინენტი მოიცვა და მისი დახმარებით მსოფლიოს მასშტაბით 40-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა ინვესტიცია. მათთვის, ვისაც საკუთარი იდეის სჯერა, Shark Tank-ი ერთგვარი შესაძლებლობაა მიზნები რეალობად აქციონ. Shark Tank საქართველოს პირველი სეზონის ფარგლებში 14-მა გამარჯვებულმა უკვე წარმატებით შეძლო საკუთარი საქმიანობის განვითარება. მოხარული ვართ, რომ მალე ამ რიცხვს ახალი ქართული ბიზნესებიც შეუერთდება. ჩვენი მიზანია, ამ და სხვა პროექტების ფარგლებში, ხელი შევუწყოთ ახალი, საინტერესო და გამორჩეული ბიზნესების განვითარებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების მხარდამჭერი არაერთი პროექტის პარტნიორია და მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. დეტალურად, დამწყები ბიზნესებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3rAiP0f





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics