|
2022-04-18 16:32:22, 4012 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყაზახ ბლოგერებს, ფოტოგრაფებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყაზახეთიდან ცნობილ ბლოგერებს, იუთუბერებს, ფოტოგრაფებს და პრესის წარმომადგენლებს უმასპინძლა. 13 ყახახი ბლოგერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ. ერთკვირიანი ტურის ფარგლებში მათ იმერეთი, სამეგრელო და აჭარის რეგიონი მოინახულეს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ტურის მიზანია ყაზახეთის ბაზარზე საქართველოს შესაძლებლობების აქტიური რეკლამირება განხორციელდეს. ,,ყაზახებს ძალიან გვიყვარს საქართველო. თქვენ სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. უგემრიელესი კერძები და არაჩვეულებრივი ბუნება გაქვთ. საქართველოში დაბრუნების სურვილი სულ გიჩნდება. ჩემთვის, როგორც ბლოგერისთვის ძალიან საინტერესოა აქ ჩამოსვლა და ჩემი გამომწერებისთვის საქართველოზე საუბარი. ძალიან ბევრი ისტორიული ღირშესანიშნაობები გაქვთ. მე ვიღებ საქართველოს შესახებ რამდენიმე დოკუმენტურ ფილმს. რატომ? იმიტომ, რომ საერთო ჯამში ქვეყანა ძალიან მომეწონა. აქ არაჩვეულებრივია. ჩვენი ტურისტები აუცილებლად მოინახულებენ საქართველოს. იმედი მაქვს, ამაში წვლილს საქართველოს შესახებ ჩემ მიერ გადაღებული ფილმებიც შეიტანენ,-‘’განაცხადა ყაზახმა იუთუბერმა ალია ბაიმურზინამ. პოპულარულმა ბლოგერებმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს. აეროპორტის მენეჯერმა არჩილ სილაქაძემ დეტალურად გააცნო მათ ინფორმაცია აეროპორტის განახლებული ტერმინალისა და მისი შესაძლებლობების შესახებ. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ყაზახეთის 4 ქალაქის მიმართლებით სრულდება რეგულარუსი რეისები. დაბალბიუჯეტური ყაზახური ავიაკომპანია FlyArystan-ი დედაქალაქ ნურ-სულთანის, აქტაუს, ატირაუსა და შიმკენტის მიმართულებით დაფრინავს. ,,მე შეყვარებული ვარ საქართველოზე. თქვენს ქვეყანაში უკვე მეოთხედ ჩამოვედი. ყოველი ჩამოსვლისას სიახლეს აღმოვაჩენ. პირველ რიგში, აქ არაჩვეულებრივად ვისვენებ. გაქვთ უმეგრიელესი კერძები. საქართველოში ოჯახთან ერთადაც ჩამოვსულვარ. სურვილი მაქვს რთველზეც მოვინახულო თქვენი ქვეყანა და ამ შესანიშნავ ტრადიციასაც ვეზიარო. სიამოვნებით ჩამოვალ კიდევ ერთხელ, წყალტუბოში, მოვინახულებ ყაზბეგს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეს ყველაფერი ახლა უფრო ხელმისაწვდომია. ძალიან თანამედროვე, ლამაზი აეროპორტი გაქვთ. რეგისტრაციაზე რიგებიც სწრაფად მიდის. ძალიან მიყვარხართ,-‘’ამბობს ყაზახი ბლოგერი ანა ტარაკანოვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ყაზახ ბლოგერებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ისინი ყაზახეთიდან დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ და სამშობლოშიც ამავე აეროპორტიდან დაბრუნდნენ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)