03:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 15:19:40, 761 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: ბინით თუ სახლით, 13 000-მდე დევნილ ოჯახს დავაკმაყოფილებთ

„დევნილებისთვის პირობა გვაქვს მიცემული და მომდევნო 3 წლის განმავლობაში, დავაკმაყოფილებთ 13 000-მდე ოჯახს, ბინით თუ სახლით“, - ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, 6 000 ოჯახი ჩაერთვება პროექტში „სოფლად სახლი“. რაც შეეხება დანარჩენ 7 000 ოჯახს, ისინი ბინას თანამედროვე სტანდარტების, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში მიიღებენ.

„ამ პროექტს მომდევნო კვირიდან გამოვაცხადებთ, სამშენებლო კომპანიები უკვე შეძლებენ მასში ჩართვას და მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 7 000 დევნილ ოჯახს ახალ საცხოვრებელს გადავცემთ. ამ პროექტის ბიუჯეტი, ჯამურად, 700 მილიონი ლარია “, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics