|
2022-04-18 11:29:09, 615 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში შიდა ეზოების მოწყობა მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, დაზიანებული ეზოს მოწესრიგების სამუშაოები გლდანის III ა მიკრორაიონის 21-ე კორპუსებთან სრულდება. აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის დაგების სამუშაოები 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სრულდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 132 100 ლარი დაიხარჯება. შიდა ეზოები ასევე მესამე ა მიკრორაიონის N20 და N23 კორპუსებთან მოწესრიგდა. N23 კორპუსთან სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის საფარი 1620 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო. N20 კორპუსთან კი 1041 კვადრატული მეტრი ფართობი რეაბილიტირდა. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 46 359 ლარი დაიხარჯა. სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)