|
2022-04-18 10:28:22, 1616 ნახვა
სამხედრო
საოკუპაციო რეჟიმი მარიუპოლის დარჩენილ მოსახლეობას გადაადგილებისთვის საშვებს ურიგებს
მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას ქალაქში გადაადგილებისთვის საშვებს ურიგებს. - ანდრიუშჩენკომ, ამის შესახებ ტვიტერში დაწერა. მისი თქმით, ასობით მოქალაქე რიგში უნდა იდგეს საშვის ასაღებად, რომლის გარეშეც მომავალ კვირას შეუძლებელი იქნება არა მხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში ყოფნაც. ანდრიუშჩენკომ ვარაუდობდა, რომ რუსი სამხედროები ამ გზით აგროვებდნენ ინფორმაციას ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის შესახებ. რუსეთი აცხადებს, რომ მარიუპოლის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ქალაქის უკრაინელი დამცველები, გავრცელებული ინფორმაციით, იმყოფებიან აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ფართო ინდუსტრიულ ზონაში. კვირას მათ უარი თქვეს რუსული მხარის შეთავაზებაზე დანებებულიყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)