03:55 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 13:33:24, 3108 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად დამატებით 50 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი დამატებით 50 მილიონ ევროს გამოყოფს ჰუმანიტარულ დაფინანსებაში უკრაინასთან რუსეთის ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, მათ შორის 45 მილიონი ევრო უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის და 5 მილიონი ევრო მოლდოვასთვის.

ეს ახალი დაფინანსება დააკმაყოფილებს ყველაზე აქტუალურ ჰუმანიტარულ საჭიროებებს გადაუდებელი სამედიცინო სერვისების, უსაფრთხო სასმელი წყლისა და ჰიგიენის ხელმისაწვდომობის, თავშესაფრისა და დაცვის, ფულადი დახმარებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მხარდაჭერით.

"იმის გამო, რომ მძიმე ბრძოლები და სარაკეტო დარტყმები აგრძელებს კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, უკრაინაში ჰუმანიტარული საჭიროებები რჩება უკიდურესად მაღალი. ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების შეზღუდვების მიუხედავად, ევროკავშირის ჰუმანიტარული პარტნიორები დახმარებას უწევენ დაუცველ ადამიანებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში",- წერია განცხადებაში.

ამით ევროკავშირის მთლიანი ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსება ომის საპასუხოდ 143 მილიონ ევროს შეადგენს. ეს დაფინანსება არის 1 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ დაჰპირდა გასულ კვირას გლობალურ დაპირებების ღონისძიებაზე „ფეხზე წამოდექით უკრაინას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics