|
2022-04-16 22:57:46, 1833 ნახვა
სამხედრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩაძირული კრეისერ მოსკვას ეკიპაჟის ვიდეო აჩვენა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო კადრები, რომლებშიც ჩანს ჩაძირული სარაკეტო კრეისერის „მოსკვა“-ს ეკიპაჟის შეხვედრა, სევასტოპოლში საზღვაო ძალების მთავარსარდალ ადმირალ ნიკოლაი ევმენოვთან. მანამდე რუსული საინფორმაციო სააგენტოები წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ჩაძირული კრეისერის ეკიპაჟი გადაარჩინეს და სევასტოპოლში გადაიყვანეს. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება არ აკონკრეტებს ზუსტად რამდენი მეზღვაური გამოიყვანეს გემიდან და არიან თუ არა დაღუპულები. ასეთი ინფორმაცია ახლაც არ არსებობს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში მოსკოვის კრეისერზე შესაძლოა 500-700-მდე ადამიანი იმყოფებოდეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი Moskva 14 აპრილს ჩაიძირა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიზეზი ხანძარი და ქარიშხალია, უკრაინული მხარე კი ამტკიცებს, რომ კრეისერს უკრაინული ნეპტუნის რაკეტები მოხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)