|
2022-04-16 21:19:04, 1044 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ერთად ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ერთად ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა. რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველთვის უკეთესია მტრის მიერ ჩადენილი სისასტიკის საკუთარი თვალით ნახვა „ჩემს კოლეგასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიმყოფებით ქალაქ ირპენში, ჩვენ უკან არის კულტურის სახლი და როგორც ხედავთ, ის იყო სამხედრო ობიექტი, სადაც რუსების სამხედრო ნაწილებს სურდათ შეღწევა. ჩვენ დღეს ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულების კიდევ არაერთი ლოკაციაზე მოგვენახულებინა, ეს არის ასევე ქალაქი ბუჩა, სადაც ვნახეთ სამარხები, სადაც ახლა უცხოელი კრიმინალისტები მუშაობენ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს უკრაინაში ჩამოსვლისთვის, რადგან ყოველთვის უკეთესია მტრის მიერ ჩადენილი სისასტიკის საკუთარი თვალით ნახვა. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ქართველს, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს უკრაინას, არა მხოლოდ ეხმარება უკრაინის მოსახლეობას, არამედ უკრაინელ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით დგანან ჩვენი ტერიტორიის დაცვისას“, – განაცხადა სტეფანჩუკმა. ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული დელეგაცია უკრაინაში იმყოფება, რათა გამოხატოს ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)